გენურად მოდიფიცირებული ირგანიზმების ცნება უშუალოდ დაკავშირებულია თანამედროვე ბიოტექნოლოგიისა და გენეტიკური ინჟინერიის
ცნებასთან. თანამდეროვე ბიოტექნოლოგია
კი სათავეს იღებს XX საუკუნის
70-იანი წლებიდან და თეორიულად ეფუძნება
გენეტიკური ინჟინერიის მეთოდებს, მოლეკულური
და უჯრედული ბიოლოგიის მიღწევებს.
თანამედროვე ბიოტექნოლოგიის მეთოდების შედეგად შესაძლებელია მცენარის, ან ცხოველის ამა თუ იმ სახეობისათვის ,,სასურველი” თვისების მინიჭება. კერძოდ, ხდება ამ ,,სასურველი” თვისების განმაპირობებელი გენის ჩანერგვა მცენარესა, ან ცხოველში. სწორედ ამ გზით წარმოიქმნებიან გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები. ამდენად, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი არის ის მცენარე ან ცხოველი, რომელსაც მისი გენეტიკური მასალის ცვლილებით (ახალი გენის ჩანერგვით) მინიჭებული აქვს რომელიმე ახალი ,,სასურველი” თვისება. მაგ. ყინვაგამძლეობა, სწრაფი სიმწიფე, უხვმოსავლიანობა და ა.შ.. თანამედროვე ბიოტექნოლოგიის საშუალებით ხდება ორგანიზმების გენეტიკური მასალის იმგვარი შეცვლა, რაც არასოდეს მოხდებოდა ბუნებრივი ევოლუციის პროცესში.
თანამედროვე ბიოტექნოლოგიის მიღწევები, ძირითადად გამოიყენება მედიცინასა და სოფლის მეურნეობაში. გენმოდიფიცირებული ორგანიზმებიდან (ანუ გენეტიკურად მოდიფიცირებული მცენარეებიდან და ცხოველებიდან) იწარმოება გენმოდიფიცირებული პროდუქტები – სამკურნალო საშუალებები, ვაქცინები, საკვები პროდუქტები (ადამიანისა და ცხოველის), კვებითი ინგრედიენტები, პარფიუმერიული ნაწარმი, სათესლე და სანერგე მასალა და ა.შ.
მჟამად, გენმოდიფიცირებული ორგანიზმებიდან წამოებული სათესლე/სანერგე მასალა და საკვები პროდუქტები მსოფლიო ბაზრის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.
გენური ინჟინერია ორგანიზმის გენების პირდაპირ მანიპულაციას
გულისხმობს; მაგალითად, სხვა ორგანიზმის დნმ-ის გადანერგვის გზით. ეს პროცესი განსხვავდება
მცენარეების და ცხოველების ახალი ჯიშების მისაღები შერჩევითი გამოყვანისგან, რადგან
პირდაპირ, მოლეკულურ დონეზე ხდება გენში ჩარევა. აშშ-ში გენმოდიფიცირებული საკვები
1994 წლიდან არსებობს, როდესაც ბაზარზე ,,Flavr Savr" ბრენდის პომიდვრები გაჩნდა, რომლებიც
სპეციალურად შეიმუშავეს, რათა ნელა დამწიფებულიყო.
ბევრი სამეცნიერო ორგანიზაცია დარწმუნებულია, რომ გმ-საკვები გარემოსთვის რაიმე განსაკუთრებულ საფრთხეს არ შეიცავს, თუ მათი გამოყენება ფრთხილად მოხდება. თუმცა, არსებობს სხვა რისკები: მაგალითად, სამხრეთ ამერიკაში მონარქი პეპლების შემცირებას, ჰერბიციდ-გამძლე მარცვლეულზე ჰერბიციდების გადამეტებულ გამოყენებას უკავშირებენ. ასევე არსებობს რისკი, რომ გენმოდიფიცირებული და საცდელ ფაზაში მყოფი ორგანიზმები, შემთხვევით, ბუნებაში მოხვდებიან. როგორც, სავარაუდოდ, ეს მოხდა 2013 წელს, როდესაც დაუსრულებელი გმ-ხორბლის ჯიში ორეგონი მინდვრებში აღმოაჩინეს.
აშშ-ში გენმოდიფიცირებული მარცვლეული ძალიან გავრცელებულია. იქ დათესილი სიმინდის და სოიოს 93 პროცენტზე მეტი, გენური
ინჟინერიით არის გამოყვანილი. მათი უმეტესობა საბოლოოდ ცხოველთა საკვები, ეთანოლი ან
სიმინდის სიროფი ხდება; სიმინდის სიროფი კი ძალიან ბევრი პროდუქტის შემადგენელია. მიახლოებით, მაღაზიებში წარმოდგენილი დამუშავებული საკვების 60-დან 70 პროცენტამდე რამე ფორმის გენმოდიფიცირებულ
ინგრედიენტს შეიცავს.
დღეს არ არსებობს გენეტიკურად
მოდიფიცირებული არცერთი ჯიშის ცხოველი, რომლის წარმოება და გაყიდვა ნებადართულია.
თუმცა, ერთი ტიპის გმ-ორაგული ამჟამად FDA-სგან (აშშ-ს საკვების და წამლების
ადმინისტრაცია) ნებართვას უკვე ელოდება. ასევე, კომპანიებს გამოუყენებიათ გენური
ინჟინერია, ყველის და რძის წარმოებაში საჭირო სხვადასხვა ფერმენტების და
ჰორმონების შესაქმნელად.
მსოფლიოს გარშემო, გმ-მარცვლეულის უდიდეს ნაწილს მხოლოდ
ხუთი ქვეყანა აწარმოებს: ამერიკის შეერთებული შტატები, არგენტინა, ბრაზილია,
კანადა და ინდოეთი. 2013 წელს, მსოფლიოს სახნავ-სათესი მიწების მხოლოდ 12 პროცენტზე იზრდებოდა გენმოდიფიცირებული მარცვლეული. თუმცა, გავრცელების ტემპი ბოლო პერიოდში
მცირდება.
გამოყენებული წყაროები:
ა. კორახაშვილი. საკვების ხარისხის შეფასების თანამედროვე მეთოდები : პრობლემური ლექციების კურსი სას. სამ. ინ-ტის აგრონომიული ფაკულტეტის სტუ-ის/ საქ. აგრარული უნ-ტი; [რედ.: მოსაშვილი ი.]. - თბ., 1991 (სსს-ის სტ.). - 50გვ. ; 20სმ.. - ISBN 5-8120-0017-4 : 25კ., 500ც
ა. კორახაშვილი. გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები - მითი და რეალობა. თბ., 2007. - ISSN: 1512-4134. - ივლისი. - N10. - გვ.25-30
http://www.for.ge/view.php?for_id=36306&cat=14
versia.ge/index.php
http://gmo-maiko.blogspot.com/
on.ge/story/752
http://lurkmore.tohttp://gmo.com.ua/http://www.ambioni.ge/genmodiqicirebuli-produqti-safrtxe-janmrtelobisatvishttp://www.apocalypse.ge/sxv_eqimebi_gvaprtxileben_tavi_aaridet_gmp_s.htmlhttp://en.wikipedia.org/wiki/Genetically_modified_organismhttp://www.forbes.com/sites/rachelhennessey/2012/11/03/gmo-food-debate-in-the-national-spotlight/http://www.gmo-compass.org/eng/home/

