
მსოფლიოში ,,გმო'' პროდუქციის ერთ-ერთი უპირატესობად ასახელებენ იმას, რომ ამ გზით შესაძლებელია სასურსათო კრიზისისა და შიმშილობის დაძლევა. დედამიწის მოსახლეობამ მიაღწია 6 მილიარდს და გამრავლების ასეთი თემპი თუ შენარჩუნდა მომავალი 50 წლის განმავლობაში 2 ჯერ გაიზრდება. მოსახლების საკვები პროდუქტებით მომარაგება სულ უფრო პრობლემატური ხდება და მსოფლიოს მრავალ კუთხეში შიმშილი მძინვარებს. გენმოდიფიცირებული პროდუქტების საშუალებით ამ პრობლემის გადაჭრა რამდენიმე გზით შეიძლება. გენმოდიფიცირებულ ხილ-ბოსტნეული იოლად იცავს თავს მავნე მწერებისა და სარეველა ბალახისაგან, აქედან გამომდინარე იმატებს ამ პროდუქტების მოსავლიანობა, თვითღირებულება კი იკლებს. არსებობს გენური ინჟინერიით გამოყვანილი მცენარეები, რომლებიც ადვილად უმკლავდებიან ვირუსებს, ბაქტერიებს და სოკოებს. ამ გზით მიღებული მცენარეები უძლებს ისეთ ყინვას, რაც ჩვეულებრივ გაანადგურებდა მოსავალს.ეს, თავის მხრივ, ზრდის აგროკულტურის ზონას. მესამე სამყაროს ქვეყნებში, სადაც ძირითადი საკვები პროდუქტი ბრინჯია, მოსახლეობის დიდ ნაწილს ვიტამინების ნაკლებობა აწუხებს. გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს ამ პრობლემის გადაჭრაც შეუძლია. რადგან ძირითადი პრობლემა A ვიტამინის ნაკლებობაა. ამისთვის შვეიცარიელმა მეცნიერებმა შექმენს ბრინჯის ახალი ჯიში, რომელიც დიდი რაოდენობით ბეტაკაროტინს (A ვიტამინს) და რკინას შეიცავს.
არსებულ ვითარებაში ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ გმო–პროდუქ-ტების გარეშე მზარდი კაცობრიობა ვერ გამოიკვებება და ის ერთადერთი რეალური პანაცეაა ასეულობით მილიონი ადამიანის შიმშილისგან გადასარჩენად. ზოგიერთი კვლევის თანახმად, გმო ტექნოლოგიების გარეშე 2050 წლისთვის კაცობრიობისთვის ზოგიერთი კვების პროდუქტის მიღება უკვე შეუძლებელი იქნება.
,,არასაჭირო" გენების მოშორებით ან ,,საჭირო" გენების შეყვანით იცვლება ორგანიზმების თვისებები. მიღებული მცენარეები იზრდებიან არასასურველ კლიმატურ პირობებში, მომთხოვნი არ არიან ნიადაგის, სინოტივის ან სინათლის მიმართ, უძლებენ სარეველებთან კონკურენციას ,,ადგილისთვის მზის ქვეშ", მავნე მწერების შემოსევას, აქვთ მაღალი მოსავლიანობა, კვებითი ფასეულობა, სავსეა ვიტამინებითა და შეუცვლელი ამინომჟავებით, აქვთ საუკეთესო გემო. ცხოველები არიან პროდუქტიულები, სწრაფად იზრდებიან, არ ავადდებიან დამახასიათებელი სენით და სხვა.
გმო–ს სამედიცინო დადებითი თვისებები:
გარდა სასოფლოსამეურნეო დანიშნულებისა, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენება პერსპექტიულია მედიცინის განვითარებისთვის. მაგალითად:
1. იყენებენ დაავადების აღკვეთისთვის ვაქცინის შემუშავებისას;
2. მოდიფიცირებული ბაქტერიები ინსულინის გამომუშავებას ეხმარება;
3. გენოთერაპიის მეთოდების მეშვეობით უკვე იკურნება რიგი დაავადებები, ნელდება დაბერების პროცესები.
3. გენოთერაპიის მეთოდების მეშვეობით უკვე იკურნება რიგი დაავადებები, ნელდება დაბერების პროცესები.

No comments:
Post a Comment